76 წლის შერისა და 36 წლის ალექსანდერ ედვარდსის რომანის შესახებ ცნობილი გასული წლის ნოემბერში გახდა. მას შემდეგ წყვილი არაერთხელ გადაიღეს ერთად. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაინიშნა. შერიმ ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახლა კი ირკვევა, რომ წყვილმა ერთმანეთის შვილები გაიცნო. ალექსანდერ ედვარდსმა ინტერვიუში განაცხადა, რომ შერის მის პატარა ვაჟთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
„მე გავიცანი შერის შვილები, ისინი ძალიან მაგარი ტიპები არიან. შერიმ კი ჩემი შვილი გაიცნო და მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე კი, თუ რატომ შეუყვარდა შერი, პროდიუსერმა ასეთი პასუხი გასცა:
„იმიტომ რომ ის უბრალოდ შერია, ის ხომ შეერია!“
76 წლის შერი ჯერ გათხოვებისთვის მზად არ არის
76 წლის შერისა და მის 36 წლის საქმროს „სუპერ ბოულის“ წვეულებაზე ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ