LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მოკლეს ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი – დაკავებულია 29 წლის ბათალ ფილია

143
არძინბა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვლადისლავ არძინბას  ძმის­შვი­ლის, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ქე­მალ არ­ძინ­ბას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ნო­დარ ფი­ლი­ას ვაჟი, სო­ხუმ­ში მცხოვ­რე­ბი 29 წლის ბა­თალ ფი­ლია და­ა­კა­ვეს.

ე.წ შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ეს არის პირ­ვე­ლი პირი, ვისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც საქ­მის გარ­შე­მო მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა.

„18 მა­ისს, სო­ხუმ­ში, იმალ შა­მი­მის ქუ­ჩა­ზე, ორი და­უდ­გე­ნე­ლი პირი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მე-9 სარ­თულ­ზე ავი­და, სა­ი­და­ნაც კარ­გად მო­ჩანს ქე­მალ არ­ძინ­ბას სახ­ლის ღია აი­ვა­ნი. სწო­რედ იქი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და სამი გას­რო­ლა

პრე­ზი­დენ­ტის ძმის­შვი­ლის მი­სა­მარ­თით, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლია თოყოტა-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, სა­დაც მას მე­სა­მე თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ელო­დე­ბო­და. იმა­ვე დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა სო­ხუ­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ იაშ­ტუ­ხა­ში დამ­წვა­რი იპო­ვეს…” – წერს უწყე­ბა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, და­ნარ­ჩე­ნი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ეტა­პობ­რი­ვად დგინ­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შვი­ლის ცხოვ­რე­ბის წესს, თუმ­ცა მა­ინც არ სჯე­რათ, რომ 29 წლის ფი­ლია ასე­თი მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის ავ­ტო­რია.

ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კორ­პუს­ში შე­სუ­ლი პი­რე­ბი ბევ­რად მაღ­ლე­ბი იყ­ვნენ, ვიდ­რე თუნ­დაც ბა­თალ ფი­ლი­აა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას საკ­მა­ოდ მდი­და­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი აქვს და არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვია.
ქემალ არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთში მომხდარი რამდენიმე კრიმინალური ინციდენტი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 2004 წელს მასზე თავდასხმა განხორციელდა. შარშან, როცა ცეცხლი გაუხსნეს ვლადისლავ არძინბას სახლს, სოცქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისროდნენ მოკლული ავტორიტეტების ნათესავები, რომლებიც თითქოს ქემალ არძინბას ეძებდნენ.

საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით, ფილიას თანამზრახველიც ჰყავდა – გარიკ ავიძბა, რომელიც ამ დროისთვის მიმალვაშია.

ქემალ არძინბა 18 მაისს სოხუმში იმამ შამილის ქუჩაზე მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები