პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვან თემად უცხოური ინვესტიციები განიხილა.
პრემიერის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა.
დღეს კი, გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, მათ შორის საქართველოსთვისაც.
გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინვესტირებული თითოეული დოლარი მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს.
„ამას დასჭირდება მრავალი საკანონმდებლო ცვლილება და ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია”,-აღნიშნა გახარიამ.
ცნობისთვის, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია.
„ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა, რა პოტენციალი გვაქვს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, რომელი სექტორები შეიძლება მივიჩნიოთ ინვესტორებისთვის მიმზიდველ მიმართულებებად. ამასთან, რატომ შემოდის ქვეყანაში უფრო და უფრო ნაკლები უცხოური ინვესტიცია.
როგორც ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, უცხოური ინვესტიციები ეს ნიშნავს პირველ რიგში, უცხოური ვალუტის შემოდინებას, რომელიც ხელს უწობს კურსის სიმყარეს და რა თქმა უნდა, ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკური სექტორში ახალ სუბიექტს.
„საერთოდ ინვესტორები, ძირითადად ინტერესდებიან ისეთი სექტორებით, სადაც ჩადებული თანხების სწრაფად უკან ამოღებაა შესაძლებელი თანაც ისე, რომ მოგების მარჟა მაღალი იყოს. მაგალითად, კავშირგაბმულობის ობიექტები, როგორებიცაა ფიჭური სისტემები ანუ მობილური ოპერატორები, ტურიზმისა და სარესტორნე ბიზნესები, ასევე ე.წ „სილიკონური ველის“ ბიზნესი, სადაც ახალი ტექნოლოგიები ინერგება და ფართოვდება.
ანალიტიკოსი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ არის სფეროები, რომელთა დაწინაურებაც პირდაპირ გავლენას მოახდენს ინვესტიციების შემოდინებისთვის.
„ბოლო პერიოდში წინა პლანზე გადმოინაცვლა ბიო-ინჟინერულმა და ფარმაცევტულმა სექტორმა, სადაც ჩადებული თანხები სწრაფად იძლევა მოგების მიღების საშუალებას“.
„ბიზნესკურიერი“ ასევე დაინტერესდა გარდა კოვიდპანდემიისა, რა შეიძლება იყოს მიზეზი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შემცირდა ინვესტიციების შემოდინება.
„რეალურ მიზეზს იმისთან დაკავშირებით, რომ ინვესტიციები ნაკლებად შემოდის ჩვენ ვხედავთ კანონმდებლობების ხარვეზში. ჯერ ერთი, რომ საფონდო ბაზარი საერთოდ არაა განვითარებული და ამის განვითარებას რეალურად საბანკო სექტორი უშლის ხელს. იმიტომ რომ ურთიერთკონკურენტული სექტორებია და ამიტომაც ოლიგოპოლიურ საბანკო სექტორს არ აწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.
მეორე, თუ ვინმე ინვესტორი აპირებს შემოსვლას და გაუჩნდება სურვილი, ნებართვის მისაღებად კაბინეტებიდან კაბინეტებში სიარულის შემდეგ ინვესტირებაზე რატომღაც სურვილი ეკარგებათ.“
შენგელია თვლის, რომ პირველ რიგში ქვეყანაში საფონდო ბიჟა უნდა განვითარდეს.
„ეროვნული ბანკი არასდროს გადადგამს ნაბიჯს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის"
„ბანკების ინტერესშია, რომ ბაზარი არ განვითარდეს“ - როგორ შეძლებს ქვეყანა საფონდო ბირჟის გააქტიურებას
„იმისათვის რომ უცხოური კაპიტალი შემოვიდეს დაუბრკოლებლად აუცილებელია საფონდო ბაზრის განვითარება, ეროვნული ბანკიდან ფასიანი ქაღალდების საზედამხედველო კომისია უნდა გავიდეს დამოუკიდებლად თან ისე, რომ იმ კომისისში საერთოდ არ უნდა იყოს საბანკო სისტემიდან თანამშრომელი. ასევე უნდა შეიქმნას საინვესტიციო პლატფორმა, სადაც იქნება საჯარო შეთავაზებები ამა თუ იმ ობიექტის პრივატიზირების შესახებ და კიდევ უფრო დაიხვეწოს კანონმდებლობა ამ კუთხითაც.
ანალიტიკოსის შეფასებით კოვიდპანდემიამ ნამდვილად შეაფერხა ინვესტიციების შემოდინება და არამარტო საქართველოში, მაგრამ პრობლემა მხოლოდ პანდემია არ არის.
„კოვიდპანდემია ნამდვილად არის ინვესტიციების შემოდინების შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გვექნება ფარმაცევტულ სფეროში რამე ახალი მიღწევები ახალი წამლის ან ვაქცინების გამოგონების კუთხით, მაშინ შემოდინების პრობლემა არ იქნება, ასევე იმ შემთხვევაში თუ შეიქმნება რაიმე პროექტები IT მიმართულებებით, აქაც ამ სფეროში ინვესტიციების შემოდინების პრობლემა არ იქნება. ნებისმიერ პროექტში შემოვა ინვესტიცია, თუ ის მიმზიდველი იქნება ინვესტორტათვის.
უნდა ვეცადოთ გავხდეთ ექსპორტზე ორიენტირებული, მსოფლიო ეკონომიკაში გამოკვეთილია უკვე ტრენდი, თუ რომელი მიმართულებით აკეთებს აქცენტს ინვესტორი, ესაა-IT ტექნოლოგიები და ბიო ფარმაცევტული სექტორი.“
ეკონომისტის შეფასებით, ასევე აუცილებელია შემცირდეს საკრედიტო პროცენტი, რათა გარკვეულ სფეროებს შეეძლოთ უფრო მეტი აქტივობა.
„იმისათვის რომ ჩვენთან ასეთი მიმართულებები განვითარდეს, აუცილებელია გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტები, რომლის მიღების საშუალებასაც ეროვნული ბანკი თავისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით არ იძლევა. სანამ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას არ ჩააყენებენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფერხულში, მანამდე არაფერი გვეშველება.
ვგულისხმობ იმას, რომ საპროცენტო განაკვეთმა მნიშვნელოვნად უნდა დაიწიოს, რეგიონში მე-2 ადგილზე ვართ მაღალი საპროცენტო განაკეთით.“- განაცხადა ეკონომისტმა.
“ყველაზე დიდი კატასტროფა რესურსების არასწორად განთავსებაა”: რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ეკონომიკა ტურიზმზე აღარ იყოს “ჩამოკიდებული”