„მოთხოვნილება არის დანაკლისი. მიჯაჭვულობა კი ძირითადად დანაკლისის გამო ხდება“
რატომ ხდება ბავშვი გაჯეტებზე დამოკიდებული და რა გზით უნდა ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე არაფორმალური განათლების ცენტრ „დიალოგოსის“ მოწვევით ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა მარინა კაჭარავამ საჯარო ლექცია გამართა.
„ადამიანს არ შეუძლია ადამიანის გარეშე. შეხება, ჩახუტება ბავშვისთვის აუცილებელია, რადგან ამ დროს აქტიურდება თავის ტვინის ლიმბური სისტემა. მოგეხსენებათ, რომ მშობლისა და ბაშვის ურთიერთობა ჩანასახვიდან იწყება. ამ დროს კი ამ ურთიერთობას ვანაცვლებთ მობილურით“, -მარინა კაჭარავა
– ჩემი აზრით იყო მშობელი ეს ერთგვარი პროფესიაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვისთვის უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ხშირად შეცდომებს ვუშვებთ, ისე რომ ვერც ვამჩევთ.
სწორედ ამიტომ დიალოგოსმა ამ მიმართულებით მშობლების დახმარება გადაწყვიტა. ჩვენ ხშირად ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს სხვადასახვა ტიპის ტრენინგებსა თუ საჯარო ლექციებს, რომელიც სხვათაშორის ხშირად სრულიად უსასყიდლოა.
ვცდილობთ ლექციების კონტენტი მაქსიმალურად საინტერესო, საჭირო და ნაყოფიერ იყოს.“
ელლა მაზმანოვა – დიალოგოსი დამფუძნებელი.