ექსპერტებმა გამოიანგარიშეს, რომ პარკინგზე მომხდარი საავტომობილო ავარიების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 35%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ბოლო პერიოდში ავტომობილები ზომებში შესამჩნევად გაიზარდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი კომპანია Accident Exchange-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში საოჯახო ჰეთჩბეკები საშუალოდ 15%-ით ”გაიზარდნენ”. გარდა ამისა, პოპულარულები გახდნენ საშუალო ზომის ყველგანმავლები. ამასთან, დიდ ბრიტანეთში საპარკინგო ადგილის ზომა დიდი ხანია არ შეცვლილა: მისი სიგრძე: 4,8 მეტრია, სიგანე კი 2,4 მეტრი.
Accident Exchange-ის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთთში წლის განმავლობაში, მხოლოდ პარკინგებზე 675 000 შეჯახება ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველდღიურად 1,8 ათასი ავარია ფიქსირდება, რაც წელიწადში 1,4 მილიარდ ფუნტიან ზარალს გულისხმობს.
მკვლევარებმა ისიც დაითვალეს, რომ ბრიტანეთში ავარიების მესამედზე მეტი პარკინგზე მანევრირებისას ხდება და ამ დროს დაზიანებული ავტომობილის შეკეთებას საშუალოდ 2050 ფუნტი სტერლინგი სჭირდება.