LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იბრუნებს Honda 300ათას ავტომობილს?

40

იაპონური ავტოგიგანტი Honda ამერიკული საავტომობილო ბაზრიდან 300ათასამდე ავტომობილს იბრუნებს. როგორც კომპანია აცხადებს, ამის მიზეზი დამცავი ბალიშის გადამწოდის (დაჩიკი) პრობლემები გახდა.

კომპანია აცხადებს, რომ ეს პრობლემა 2008 წლიდან 2009 წლამდე გამოშვებულ Honda Accord-ს აქვს. როგორც ირკვევა ეს გადაწყვეტილება იაპონელებმა ამ პრობლემის გამო 19 დაზარალებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ მიიღეს.

Honda ავტომობილებს პროგრამული უზრუნველყოფის მიზნით დაიბრუნებს, რის შემდეგაც, ავტომობილები მეპატრონეებს დეკემბერში დაუბრუნდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები