LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გეწოდა ენფილდი: 13 ფაქტი ლივერპულზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

47
თავდაპირველად „ენფილდი“ „ევერტონის“ საშინაო სტადიონი იყო, მაგრამ „ლურჯები“ სტადიონის მესაკუთრეებს საიჯირო თანხის გამო წაეჩხუბნენ და „გუდისონ პარკზე“ გადავიდნენ (1891). „ენფილდის“ მეიჯარე ჯონ ჰოულდინგს სტადიონი შერჩა, მაგრამ გუნდი არ ჰყავდა, ამიტომ დირექტორთა საბჭომ სპეციალური ჯგუფი გაგზავნა შოტლანდიაში, სადაც გაიფორმეს 13 მოთამაშე და ამით ჩამოაყალიბეს ახალი საფეხბურთო კლუბი ლივერპულიდან – 1892 წელს.
  ახლა “ლივერპულის” მეტსახელი “წითლებია”, მაგრამ კარიერის დასაწყისში გუნდს ლურჯ-თეთრი ფორმა ჰქონდა. პირველი თამაში, რომელიც „დღის მატჩად“ BBC-ზე აჩვენეს, „ლივერპულის“ თამაში იყო „არსენალთან“ 1964 წლის აგვისტოში. „ლივერპული ისტორიაში პირველ ფერად ჩვენებაშიც ფიგურირებდა, ეს მოხდა 1969 წლის ნოემბერში „ვესტ ჰემთან“ შეხვედრაში“.   „ენფილდი“ (Anfield) ეწოდა ირლანდიის ქალაქ ანფილდის (Annefield) საპატივსაცემოდ, რომელიც ლივერპულის მაშინდელმა ირლანდიელმა მერმა დაარქვა. მან მიწა იყიდა, სადაც ახლა სტადიონია. ტრიბუნა „კოპი“ კი ეწოდა სამხრეთ აფრიკაში მდებარე ბორცვის გამო, სადაც ბურების ომის დროს ლანკაშირის არმიის ჯარისკაცები დაიღუპნენ, მათი უმრავლესობა კი ლივერპულიდან იყო. ცნობილი წარწერა „ეს ენფილდია“ ბილ შენკლიმ დააყენა, რათა მეტოქის ფეხბურთელებში შიში გაეღვივებინა. იურგენ კლოპმა ფეხბურთელებს აუკრძალა ხელით შეხება, სანამ ტროფეის არ მოიგებდნენ. კარგა ხანია აღარ არის თავის შეკავების საჭიროება.   1915 წლის შეხვედრა “ლივერპულსა” და “მანჩესტერს” შორის ჩაწყობილი გამოდგა (“იუნაიტედმა” 2:0 მოიგო). “ლივერპულის” 4 ფეხბურთელი და სამიც “მანჩესტერიდან” სამუდამოდ მოკვეთეს ფეხბურთიდან, როდესაც ფსონების დადების სკანდალი გაიხსნა. 1963 წელს “ლივერპული” მე-8 ადგილზე გავიდა მეორე დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ , თავის პირველ სეზონში უმაღლეს დივიზიონში. მას შემდეგ გუნდს მე-8 ადგილზე დაბლა არასოდეს დაუმთავრებია ჩემპიონატი.
  მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ “ლივერპულმა” თავის დაუძინებელ მეტოქეს ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელის უფასო იჯარა შეთავაზა, რადგან “მანჩესტერს” აშკარა პრობლემები ჰქონდა.
  “ლივერპული” თავიდან არ ყოფილა ასეთი პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი თავიდანვე 20 ათას მაყურებელს იტევდა, მხოლოდ 100 გულშემატკივარი მივიდა პირველ თამაშზე.
  საფეხბურთო ლიგის სულ პირველი სეზონი “ლივერპულმა” წაგების გარეშე ჩაამთავრა. მან მოუგო “ნიუტონ ჰითსაც” – 2:0. “ნიუტონ ჰითი” მოგვიანებით გახდა… “მანჩესტერ იუნაიტედი”.
  იან რაში “ლივერპულის” დიდი თავდამხმელია. მან 668 მატჩი ჩაატარა და 346 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრზე. ის “ლივერპულის” საუკეთესო ბომბარდირია ისტორიაში.
  ფილ ნილი – ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია “ლივერპულში”. ამ მცველმა 23 თასი მოიგო და იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მონაწილეობა მიღო ჩემპიონთა თასზე “წითლების” პირველ ოთხ გამარჯვებაში.
  “ლივერპული” გახდა პირველი კლუბი ინგლისში, რომელმაც სპონსორის ლოგო დაიტანა მაისურზე – 1979 წელს სპონსორი გახდა იაპონური კომპანია Hitachi.
 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები