LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გამოცხადდა “სითი მოლში” ევაკუაცია

205
BeFunky-collage (8)

სავაჭრო ცენტრ “სითი მოლში” ხანძარი ერთერთ საკვებ ობიექტში მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში “სითი მოლი” ავრცელებს. მათი ცნობით, მცირედი დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა. სავაჭრო ცენტრი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

“ძვირფასო მომხმარებლებო, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.

სითი მოლში არსებული უმაღლესი სტანდარტების მქონე სპრინკლერ სისტემა მცირე დაკვამლიანებაზეც კი, მომენტალურად ახდენს რეაგირებას.

სითი მოლში არსებულ რესტორან “უკვეში” ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ცეცხლი, ზემოთ აღნიშნულ უსაფრთხოების სისტემას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება.

ტექნიკურმა სამსახურმა მოახდინა პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა, ხოლო  უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სითი მოლის უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა მომხმარებელთა ევაკუაცია. მცირედი დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა და ზარალიც არ არის.

ხვალიდან სითი მოლი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”- წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები