რატომ გაძვირდა ბოლო პერიოდში საწვავი ასე მკვეთრად საქართველოში – მიზეზებს „ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე განმარტავს. ბიზნესმენი ორ ძირითად მიზეზად, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდასა და ლარის გაუფასურებას ასახელებს.
„მიზეზები, რამაც ბოლო პერიოდში საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია, არის საერთაშორისო ფასების ზრდა პლაცის, რომელიც არის საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდის განმსაზღვრელი მთავარი ინდიკატორი და მეორე, რასაკვირველია, ეროვნული ვალუტის კურსი. რამეთუ პროდუქციას აშშ დოლარებში ვყიდულობთ და მისი გაყიდვა და შემოსავლის მიღება ლარებში ხდება. შემდეგი პარტია, რომ შევისყიდოთ ამისთვის გვჭირდება ლარების კონვერტაცია და როდესაც კონვერტაციას მაღალი კურსით ვაკეთებთ, ეს ადეკვატურ ასახვას ჰპოვებს შიდა ბაზარზე ფასების ზრდაში,” – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში საქართველოში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა.