ილონ მასკის SpaceX-ის ისტორიული პილოტირებული გაფრენა, უამინდობის გამო, 30 მაისისთვის გადაიდო.
ფრენა 9 წლის განმავლობაში იგეგმებოდა და თბილისის დროით 27 მაისს 23:33 საათზე იყო დაგეგმილი.
ილონ მასკის SpaceX-ის და NASA-ს ერთობლივი პროექტი 2 ამერიკელი ასტრონავტის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებას და რამდენიმე სხვა ასტრონავტის დედამიწაზე დაბრუნებას ითვალისწინებს.
2011 წლის შემდეგ აშშ-ს მსგავსი ფრენა არ განუხორციელებია. ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანად უზარმაზარი თანხა რუსეთს გადაუხადა.
გაფრენას პირდაპირ ეთერში ათასობით ადამიანი ელოდებოდა. თუმცა, გადაწყვეტილება გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა.