Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რატომ გაათავისუფლა მოსამართლემ გაჩეჩილაძე დარბაზიდან – სასამართლოს განცხადება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაათავისუფლა მოსამართლემ გაჩეჩილაძე დარბაზიდან – სასამართლოს განცხადება

79

რადგან რატი გაჩეჩილაძე საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მისი დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა მიმალვის საფუძვლით არ არსებობდა, ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

“წარდგენილი ბრალდების თანახმად, რატი გ.-ს  ბრალად ედება ძალადობა, კერძოდ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან  საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

საქმე ეხება  2017 წლის  7 იანვარს, რესტორან „დაინინ რუმში“  პირადი მოტივით ჩადენილ ცემის ფაქტს.

სასამართლომ ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის სპეციფიკის, ხასიათის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით,  მიიჩნია, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და პროცესუალური საფუძველი.  შესაბამისად,  გამოყენებული შემაკავებელი ხასიათის აღკვეთის ღონისძიება – გირაო , უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის   20 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება,” – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

რატი გაჩეჩილაძე 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.