LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ძალადობენ საქართველოში? – ერს ფსიქოგანათლება აკლია

396
????????????????????????????????????????????????????????????

სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება – ამ განცხადებას აკეთებს სახალხო დამცველი XXI საუკუნის საქართველოში, ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახისთვის მისასამძიმრებელ ტექსტში.

იმის მიუხედავად, რომ თითქოს ჩვენ გარშემო რეალობა შეიცვალა, ქუჩური გარჩევები, კრიმინალი, ყველა არსებული არხით იგმობა, ძალადობა მოზარდებშიც და მოზრდილებშიც მთავარ პრობლემად რჩება. 

მოზარდებში ამ პრობლემის დაძლევა, მთლიანი საზოგადოების “გაჯანსაღებას” ნიშნავს. შესაბამისად, ეს უმნიშველოვანესი საკითხია, რომელშიც ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

ფსიქოლოგი ნინო კობალაძე “ფორტუნასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჩვენ ყველას ძირეული ცვლილებები გვჭირდება. მისი თქმით, აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და ფსიქო განათლების კულტურის ჩამოყალიბება. ამაში კი დიდი როლი სახელმწიფომ და განათლების სფერომ უნდა შეასრულონ.

 

როგორ შეიძლება ადამიანი ჩამოყალიბდეს მოძალადედ, სად იყრება ამის საფუძველი?

 ბავშვის აღზრდა, რამდენიმე დონეზე ხდება. ჩართულია, როგორც მიკროსოციუმი, ისე მაკროსოციუმი. ანუ მოზარდის პიროვნების ფორმირებაში მონაწილეობას, როგორც ახლობელი ადამიანები, ისე სრულიად უცხოები იღებენ.

ყველაზე მოწყვლადები არიან ბავშვები, რომლებიც დისფუნქციურ ოჯახებში იზრდებიან (დისფუნქციური არის ოჯახი, რომელიც არ ასრულებს ოჯახის მოვალეობას: ვერ უზრუნველყოფს ბავშვს ემოციური, ფიზიკური უსაფრთხოებით. ვერ უზრუნველყოფს ბავშვის პიროვნულ განვითარებას, ვერ ასწავლის საკუთარი თავის დაცვას).

როდესაც ოჯახი დისფუნქციურია, ბავშვის აღზრდის როლი შესაძლოა საზოგადოების სხვა ფენებმაც შეითავსონ. ასეთ დროს მეტი დატვირთვა ენიჭება სკოლას, მასწავლებელს. მთავარია ბავშვმა სადმე საყრდენი მოძებნოს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებში, რატომ?

ამას ფიზიკური ახსნა აქვს. ყველა ძუძუმწოვარში არსებობს ასეთი ტენდენცია: აღმზნები ნეირომესენჯერების დონე, იმატებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ნებისმიერ ძუძუმწოვარში, ამის სიჭარბე განაპირობებს იმას, რომ იწყებენ მძაფრი შეგრძნებების ძიებას. ტვინს ამ დროს “შეკავება” ნაკლებად შეუძლია. ასე შეიძლება უფრო იმის ახსნა, თუ რატომ შეიძლება ვერ შეიკავოს ბავშვმა თავი თუნდაც ძალადობისგან.

მე, სუბიექტურად, უფრო ვფიქრობ, თუნდაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, არ იყო დაგეგმილი. როდესაც ხდება რაღაც ქმედებების ესკალაცია, მით უმეტეს, როცა ამას ჯგუფური ხასიათი აქვს, მერე უკვე გამყოფი ხაზის დანახვა ძალიან რთულია – სად გავჩერდე? – ამას მოზარდი ვერ ხვდება. გაჩერება უჭირთ.

მეტწილად მკვლელობამდე ასე მიდიან მოზარდები და არა წინასწარ დაგეგმვით.

მათი ფიზიოლოგიური მდგომარეობა მოზარდებს ხდის ძალიან მოწყვლადს აღგზნების თვალსაზრისით.

ამის პრევენცია შესაძლებელია ცნობიერების ამაღლების დონეზე, საკუთარი ემოციური სფეროს შესწავლის და მენეჯმენტის ხარჯზე.

რა შეიძლება გაკეთეს იმისთვის, რომ ძალადობის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს, როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება?

სხვა ქვეყნებში სკოლაში სავალდებულო საგნადაა ემოციური რეგულაციის გაკვეთილი. ჩვენთან, ფსიქო-სოციალური განვითარების კუთხით, სკოლაში ყველაფერი არაფორმალურ დონეზეა. ანუ, თუ მასწავლებელს ესმის როგორ იზრუნოს ბავშვის განვითარებაზე, ამ შემთხვევაში მოზარდს უმართლებს.

კარგი იქნება, რომ ამას მიეცეს ფორმალური სახე, საგანმანათლებლო სისტემაში ჩაშენებული იყოს რაიმე საათი, თუნდაც კვირაში ერთხელ, თუნდაც არ ჰქონდეს საგანის სახე, ისე არსებობდეს პროგრამა, რომელიც ამ მხრივ იმუშავებს.

არაერთი დასავლური კვლევა ადასტურებს, რომ ემოციური განვითარების კურსები, მოზარდებში ასოციალური ქცევის შემცირებას ახდენს. ბავშვებთან ერთად, ტრენინგებს გადიან ხოლმე მშობლები და ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს იღებენ.

 

რამდენად მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესში ფსიქოლოგის ჩართვა?

პრობლემაც რომ არ იყოს, თვითონ მოზარდობის პერიოდი ისეთი კრიტიკულია, ნებისმიერი მშობელი უნდა ერკვეოდეს ამ საკითხში. უნდა მიმართავდეს ფსიქოლოგთან კონსულტაციას იქამდე, ვიდრე საერთოდ პრობლემას დაინახავს. ფსიქო განათლების კულტურა უნდა ყალიბდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ისეთივე ლეგიტიმური განათლება, როგორც ნებისმიერი სხვა სახის განათლება. ჩვენთან ესეც უცხოა.

პრობლემის დროს, კიდევ უფრო აუცილებელია ფსიქოლოგთან მიმართვა, თუმცა მოზარდები ხშირად არც მიყვებიან მშობლებს კონსულტაციაზე. მაშინ მშობელი თავად უნდა ეცადოს დაისწავლოს ტექნიკები, გაიაროს კონსულტაციები ფსიქოლოგთან, რომელიც დაეხმარება თვითონ გახდეს კომპეტენტური ამ მოვლენების მართვისათვის.

ჩვენს ეკონომიკურად გაჭირვებულ საზოგადოებაში ესეც გამოწვევაა, შეიძლება ძალიან უნდოდეს მშობელს, მაგრამ ვერ წაიყვანოს შვილი ფსიქოლოგთან. სახელმწიფო, განათლების სამინისტრო უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ რაღაც პროგრამები არსებობდეს ამ ბავშვებისთვის. მოწოდებები შეიძლება მოწოდებებად დარჩეს, თუ სახელმწიფო უფრო ქმედითი არ გახდა ამ კატეგორიასთან.

ვისაც საშუალება აქვს, იმათაც უნდა აუმაღლოთ ცნობიერება, რომ მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის კონსულტაცია და ჩართულობა აღზრდის პროცესში და ვისაც არ აქვს, მათ გარდა მოწოდებისა, სახელწიფო კარგი იქნება, სხვადასხვა პროგრამით დაეხმაროს.

ძალადობისგან თავდაცვა შესაძლებელია?

ძალადობა ზრდასრულისთვისაც კი გამოწვევაა, არათუ მოზარდისთვის და მთავარი გამოწვევა კიდევ ისაა, რომ ძალადობას ძალადობითვე არ უპასუხო. ეს საკმაოდ რთულია.

კარგი მაგალითი იყო, ვახო ჭუმბურიძის ამბავი, რომლემაც თავისი შვილის ისტორია გაასაჯაროვა. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ამ საკითხს თავად ვერ აგვარებდა და დასჭირდა საზოგადოების და თანამოაზრეების მოხმობა. ვაფასებ ასეთ გამბედაობას, ისინი პრეცენდენტს ქმნიან საზოგადოებაში, რომ ამის გახმოვანება შეიძლება.

მოზარდს კი ასეთი გამბედაობა არ აქვს. მოზარდს ისეთი ფიქრები და აზრები აწუხებს, უფრო ფიქრობს, რომ დაცინვის, გაკიცხვის ობიექტი შეიძლება გახდეს. ის არ არის ჩამოყალიბებული როგორც პიროვნება და სწორედ ამაში უნდა დაეხმაროს მას მთელი საზოგადოება, რომ არც მოძალადედ იქცეს და არც მსხვერპლად.

 

 

ამ ეტაპზე ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად 

დაკითხულია 50 მოწმე, ამოღებულია პირადი ნივთები, გამოთხოვილია ჩანაწერები - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დეტალები ირკვევა

უწყება მოუწოდებს ყველას ვინც ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს, დაუყონებლივ მიმართონ შსს-ს.

იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში. გამოძიებით დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნულ სახლში მოხდა ცალკეულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება, რომელიც შემდეგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს ცნობით, მოგვიანებით, კონფლიქტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვის მიმდებარედ ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა და აღნიშნულ ადგილზე იკარგება შაქარაშვილის კვალიც. ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი ძებნის შემდეგ რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ადგილას გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, შსს აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით და განიხილება არაერთი ვერსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები