LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დატოვა თამთა კვარაცხელიამ „პოსტივის“ შუადღის გადაცემა: „ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი ხდება“

437
თამთა კვარაცხელია

თამთა კვარაცხელიამ ახლახან „პოსტივის“ შუადღის გადაცემა დატოვა, რომელიც ირმა სოხაძესა და მანუ მურღულიასთან ერთად მიჰყავდა.

ამის მიზეზი მან ჟურნალ „თბილისელებთან“ განმარტა:

თამთა, როგორც ვიცი, შუადღის გადაცემა, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც იყავით, დატოვეთ. რა გახდა ამის მიზეზი, არ იყო ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილება?

ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი ხდება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ძალიან ბევრი ფიქრი და ვნებათაღელვა ახლავს ხოლმე, მანამ, სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდები საკუთარ თავში და სურვილებში. მარტივი პროცესი ნამდვილად არაა, სწორი ანალიზი გაუკეთო რეალობას, ობიექტურად შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები, წახვიდე გააზრებულ კომპრომისებზე და გამოხვიდე კომფორტის ზონიდან. ნამდვილად რთული იყო შუადღის გადაცემის დატოვება. გადაწყვეტილების მიღებაში საკუთარი ხასიათი დამეხმარა, ცოტა კი დამღლელია მაგრამ საკუთარი თავით მუდმივად უკმაყოფილო ვარ, ყოველ ჯერზე მეტი და მეტი მინდა. ეს თვისება მეხმარება, ყველა საქმიდან მაქსიმუმი ავიღო, ვისწავლო, მოკლე დროში გავიზარდო, სიამოვნება მივიღო საკუთარი თავის ძიების პროცესით და მუდმივად ვისწრაფვოდე განვითარებისკენ. საერთო ჯამში, დრო ყველაფრის საუკეთესო მასწავლებელია, ერთ ადგილზე გაჩერების დრო არაა, მე მხოლოდ წინ უნდა ვიარო, რადგან უკან დასახევი არც დრო მაქვს და არც გზა. დღეს ვფიქრობ, რომ არსებული ფორმატის შუადღის წაყვანის გამოცდილება საკმარისია ჩემი კარიერისთვის. დრო მოვიდა მომდევნო ეტაპზე გადასვლის, ახალი პასუხისმგებლობების აღების, რომელიც უფრო დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩემი დასახული მიზნების მისაღწევად. „პოსტივის“ ხელმძღვანელობისგან მივიღე შემოთავაზება, გავაკეთო საკუთარი გადაცემა, რომელიც ახალი, 2023 წლის პირველივე დღეებში გავა სატელევიზიო ეთერში, ისეთი ბედნიერი ვარ, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სატელევიზიო თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში.

თამთა კვარაცხელია: „ჩვენი ქვეყნისთვის 25 000 ლარი ნამდვილად დიდი რიცხვია, მაგრამ ვადასტურებ, ჩემთვის ამ ოდენობის თანხა კერძო კომპანიას ნამდვილად გადაუხდია…“

თამთა კვარაცხელია: „ბედნიერი ოჯახი გვქონდა, მაგრამ მოულოდნელად ჩემი ქმარი გარდაიცვალა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები