LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დატოვა განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა

120
levani

განათლების მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ფორტუნას“განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში განმარტეს, რომ ხარატიშვილმა დაკავებული პოსტი საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და მიზეზად დაასახელა სხვა სამსახურში მოღვაწეობის სურვილი. 

ამ დროისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს ლევან ხარატიშვილის თანამდებობას.

ლევან ხარატიშვილი განათლების მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა.

ცნობისთვის, 2013 წლის იანვრიდან ივნისამდე ლევან ხარატიშვილი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ექსპერტი იყო, 2013 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა, 2018 წელს კი, განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები