LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დახვდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს თბილისში აქციებით

49

თბილისში, „ქორთიარდ მარიოტთან“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით დახვდნენ. ერთი ნაწილი ბუდაპეშტში ცენტრალური უნივერსიტეტის (CEU) დახურვას აპროტესტებდა და აცხადებდნენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილებით დიქტატურისკენ გადადგა ნაბიჯი. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ის ქართველი სტუდენტები, რომლებმაც CEU დაამთავრეს.

პარალელურად, იქვე აქციას მართავდნენ „ქართული იდეის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ CEU სოროსის მორიგი პროექტია და ეროვნულობის განადგურებას ემსახურება.

მანამდე კი ვიქტორ ორბანმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება და თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა უნგრეთის პრემიერს არ დაუკონკრეტებია, დაიხურება თუ არა უნივერსიტეტი ბუდაპეშტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები