LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაიწუნეს ნარჩენების ქარხნის პროექტი – თბილისის მერის განმარტება

89

თბილისი ძალიან მალე ეტაპობრივად გადავა ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებში ეტაპობრივად განთავსდება სეპარირებული ურნები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკთან შედგა შეთანხმება და იწყება ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება.

რაც შეეხება ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანას, თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული ქარხნის აშენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ძალაში არ შესულა, რადგან პროექტით შეთავაზებული სისტემა მოძველებული იყო. კალაძის თქმით, მერიას დაევალა, რომ ხელშეკრულების პირობები შეეცვალათ, თუმცა, ამაზე კომპანიასთან შეთანხმება ვერ შედგა.

„მოგეხსენებათ, რომ იგეგმებოდა ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენება. ამაზე 2017 წელს, გარკვეული ხელშეკრულება იყო გაფორმებული, თუმცა, ძალაში არ შესულა, რადგან სისტემა, რომელსაც ხელშეკრულების პროექტი გვთავაზობდა, მოძველებული იყო, არ შეესაბამებოდა ნარჩენების მართვის კოდექსს, ნარჩენების მართვის სამთავრობო სტრატეგიას და ასოცირების ხელშეკრულებას. ასევე, ეწინააღმდეგებოდა ნარჩენების ადგილზე სეპარირების იდეას, რომელზეც საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს აღებული. სწორედ სეპარირებისა და მწარმოებლის ვალდებლების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პროექტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დაწუნებული და მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიასთან ერთად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, თუმცა, კომპანიასთან ამაზე მოლაპარაკება ვერ შედგა. მეტიც მათ უარი განაცხადეს 25 წლით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, რის შედეგადაც ჩვენ სასამართლოს მივმართეთ, რათა აღდგეს მუნიციპალიტეტის უფლება საკუთრებაზე. მგონია, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას კომპანია ”კა დე ვე ჯორჯია” გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები