LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაიბარეს ნიკა გვარამია სუს-ში

126
გვარს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

ინფორმაციას სუს ადასტურებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ინფორმაცია გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმაც დაადასტურა.

მისივე თქმით, საქმე გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობას და იმ ფაქტს ეხება, რომ გვარამიამ ამის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში იცოდა და სათანადო ორგანოებს არაფერი შეატყობინა.