LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაბრუნდა ამერიკული გემი ფოთის პორტიდან

332
70731401-527512778080081-1650827210577149952-n

ამერიკული სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლას უცხოური პრესა ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით, გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო სხვა კომერციული გემის მიერ. ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა. იგივე განმარტებას აკეთებს საქართველოში აშშ-ს ელჩი ქართულ მხარესთან დაყრდნობით, თუმცა უცხოური პრესა განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობს.

ასევე მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფოთის პორტში შესვლის საშუალება არ მიეცა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდს “USNS Yuma T-EPF-8”.

სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად კი ხომალდი შავ ზღვაში მიმდინარე თვეში შემოვიდა და ის ფოთის პორტს უნდა მიეღო, თუმცა ხომალდი გაურკვეველი მიზეზის გამო უკან გაბრუნდა. BBC-ს ცნობით, სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შავ ზღვაში შესვლის თაობაზე ცნობა თავდაპირველად გაავრცელა Bosphorus Observer-მა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას ადევნებს თვალს.

BBC-ს რუსული სამსახურის თანახმად, USNS Yuma განეკუთვნება Spearhead-ის ტიპის მრავალფუნქციურ ხომალდს, წელს ის მესამედ შევიდა შავი ზღვის აკვატორიაში, შესვლის მიზნები უცნობია.

აღნიშნული მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის მართვის ცენტრის ცნობას, რომ ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა 14 სექტემბრის საღამოს და მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აედევნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები