LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დააკავეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე

135
BeFunky-collage-11-2-scaled

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მასთან ერთად საკრებულოს აპარატის ერთი თანამშრომელი დააკავეს.

თავმჯდომარის თემურ ღვინჯილიას სამსახურებრივ მანქანაში უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტი იპოვეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები