LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დააკავეს ,,ფრეგოს” დამფუძნებლები? – საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

346
თოფჩიშვილი-გიორგი

თაღლითური სქემა და თითქმის 3 მილიონის ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ფრეგოს“ დამფუძნებლების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ კომპანიის მფლობელებმა თაღლითური სქემით თავი აარიდეს დიდი ოდენობით გადასახადს და საერთო ჯამში, ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა  2 837 683 ლარს შეადგენს.

“ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:

„2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ. რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების – შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმის“ საქმიანობას.

„ფრეგოს“ დამფუძნებლები დააკავეს

რას ედავება სახელმწიფო ბრალდება ბიზნესმენებს

გ.თ. და ვ.ყ. დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომლებმაც დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, უცხოეთიდან საქართველოში „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის სახელით შემოტანილი განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების (ინვოისების) გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რომელმაც განაბაჟა (ყალბი აქტივიდან გადახდილად აჩვენა აქციზის და დღგ-ს გადასახადი) და შემდგომში მიწოდებულად აჩვენა შპს „ფრეგოზე“ და შპს „გლობალბითუმზე“, რითიც ამ უკანასკნელმა კომპანიებმა თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს.

საერთო ჯამში, გ.თ-სა და ვ.ყ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 837 683 ლარი.

2019 წლის 29 ივლისს, გ.თ. და ვ.ყ. ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები