LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჭრიან ხეებს სურამში: ეროვნული სატყეო სააგენტო განმარტებას აკეთებს

247
maxresdefault

დაბა სურამში, ე.წ „ბაიანთხევის“ მიმდებარედ სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო განმარტებას აკეთებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიური კვლევის საფუძველზე მუხისა და ზეხმელი მუხის ხეების ინსტენსიური ხმობა გამოვლინდა, რის გამოც 80-მდე დაზიანებული ხე-მცენარე მოიჭრა.

“სააგენტოს მიერ 3,3 ჰა ფართობისათვის მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 80-მდე დაზიანებული ხე-მცენარის მოჭრას და ტერიტორიაზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობისა და ტყის გაშენების ღონისძიებებს.

ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები უკვე განხორციელდა და უახლოეს მომავალში ნერგების დარგვის ღონისძიებები დაიწყება.

აპრილის ბოლომდე ფართობზე 6000 ცალი მუხისა და იფნის სტანდარტრული ნერგი დაირგვება, რომლებიც სააგენტოს ტყის დროებით სანერეებშია გამოყვანილი”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები