დედაქალაქში გარევაჭრობის პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. მთელი წლის განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც ხდებოდა გარემოვაჭრეების ძალის გამოყენებით ადგილიდან გაყვანა და ზოგ შემთხვევაში სავაჭრო საქონლის ჩამორთმევასაც ქონდა ადგილი. წინასაახალწლო დღეებში დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც აღნიშნული საკითხის მოგვარება აბარია, კვლავ გააქტიურდა. დღეს მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს არ მისცეს მუშაობის უფლება. მოქალაქეები, ვინც წლებია თავს და ოჯახს გარევაჭრობით ირჩენს, აცხადებენ, რომ მერიის თანამშრომლები ძალადობენ და გამოირჩევიან ბილწსიტყვაობით.
“ფორტუნა” დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სადაც აგვიხსნეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი გეგმიური შემოწმება, რომელიც არა მხოლო წინასაახალწლო პერიოდში ხდება, არამედ მთელი წლის განმავლობაში მომდინარეობს. კანონით გათვალისწინებული და მითითებულია შესაბამისი სამუშაოებისთვის განკუთვნილი 20 ადგილი, თბილისის 10-ვე რაიონში, სადაც მუშაობაზე გარემოვაჭრეები უარს აცხადებენ. გარემოვაჭრეები კი აცხადებენ, მითითებულ ობიექტებზე გადასახადები დიდია.
20 ლოკაცია, სადაც საახალწლოდ გარევაჭრობა ნებადართული იქნება