LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ატარებს მანდილს ოტია იოსელიანის რძალი: „მე ამ დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი ვარ…“

16091
ნუცა ცისკარიშვილი

ოტია იოსელიანის შვილიშვილის, ასევე ოტია იოსელიანის მეუღლემ ნუცა ცისკარიშვილი ჟურნალ „სარკეს“ უამბობს, როგორია ცნობილი ოჯახის რძლობა:

„მე ამ დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი ვარ. მთავარი დიასახლისი ჩემი დედამთილია. დიდ ოტიას ძალიან სწორი მიმართულება ჰქონდა. ჩემი იდეები მწელის და მისი ოჯახის იდეებთან თანხვედრაში იყო, ამიტომ მათთვის ნაბიჯის შეწყობა არ გამიჭირდა.

მე მომწონს უფროსების გვერდით ცხოვრება, მათთვის ყურისგდება, მათი რჩევების გათვალისწინება, გარკვეული შეზღუდვების, ჩარჩოების არსებობა. პატივს ვცემ მორალურ კანონებს, საუკუნეებგამოვლილი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების მიერ შექმნილ კანონს, ადათ-წესებს…“

ნუცა ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მანდილის ტარებამდე შეგნებულად მივიდა: „2015 წელს გავიკეტე მანდილი და მას შემდეგ არ მომიხსნია. ყველას უკვირდა… გავა დრო და გადაიფიქრებსო, მე კი არ გამიარა, ან რატომ უნდა გაევლო, როცა გული მთხოვდა, ასე მევლო? ეს ჩემი ბუნებრივი თავსაბურავი მსიამოვნებს…“

ოტია და ნუცა ახლახან ვაჟის, დაჩის მშობლები გახდნენ.

ნუცა აღნიშნავს:

„პირველ ივლისს, ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრების“ გამოსვლიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ, დაიბადა ჩვენი ვაჟი – დაჩი… ის ჭკვიანი, წყნარი ბიჭია. უყვარს ჭამა და ძილი. ძიძა არ მყავს და არც მაქვს სურვილი, მყავდეს. დიდ ოჯახში სხვა საქმეების შესასრულებლად იყოს, შვილი კი მე უნდა გავზარდო… როგორც მე, ასევე ოტიაც ერთად ვზრდით ჩვენს პატარას. ბებიები, ანუ ჩვენი დედები, გვეხმარებიან…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები