ამერიკული გამოცემა CNN-ის შემდეგ, საქართველოში აღდგომის აღნიშვნას ახლა უკვე ბრიტანული BBC-ც ეხმაურება.
სტატიის დასაწყისში აღნიშნულია, თუ რა ხდება მთელ მართლმადიდებელ სამყაროში და ჩამოთვლილია ქვეყნები, სადაც რელიგიური მსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდა, მათ შორისაა: რუსეთ,ი უკრაინა, საბერძნეთი, ბულგარეთი. ცალკეა გამოყოფილი საქართველო ასეთი ქვესათაურით:
რატომ არის საქართველო განსხვავებული ?
დღეს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას ზეიმობს
ის 12 მოციქულიდან ერთ-ერთმა - იუდა ისკარიოტელმა გასცა
მთავრობამ აკრძალა ყველა სახის ავტომობილით მიმოსვლა. ასევე სასაფლაოები, სადაც ქართველები ტრადიციულად აღდგომის მეორე ორშაბათს მიდიან ხოლმე, დაიხურა.
ასევე აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება. ჯარიმა კი 1000 დოლარის (900 ევროს, 800 ფუნტი სტერლინგის) ექვივალენტია.
ბევრი ადგილობრივი სვამს შეკითხვას, რატომ დაუშვა მთავრობამ გამონაკლისი მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის. კრიზისის დაწყების შემდეგ, ათასობით ადამიანი ისევ თავისუფლად დადის ეკლესიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით – წერს ბრიტანული გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეკლესიამ უარი თქვა, წესებს დამორჩილებოდა. მღვდელბი ერთი კოვზით ზიარებას ისევ განაგრძობენ. ორი სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა, ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები კი ხალხს ეხვეწებოდნენ, რომ მათთვის მოესმინათ, მაგრამ აღგომის ღამეს მსახურება მაინც ჩატარდა.