LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის საჭიროა წნევის სისტემატური გაზომვა და მისი კონტროლი – ზურაბ კლიმიაშვილი სტუმრად გადაცემაში „პულსი“

31
ზურაბ-კლიმიაშვილი

5 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ სამედიცინო ეკოსისტემა „პინეოს“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ კლიმიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც არტერიულ ჰიპერტენზიასა და მის თავისებურებებზე  ისაუბრა.

– ბატონო ზურაბ, მაისი „გაზომვების თვედაა“ მიჩნეული, 17 მაისს კი, ჰიპერტენზიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. საინტერესოა, რამდენადაა ჰიპერტენზია გავრცელებული მსოფლიოში და რა სიტუაციაა საქართველოში?

– თავად ფაქტი, რომ 17 მაისს ჰიპერტენზიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება, უკვე მიანიშნებს მის აქტუალურობაზე. პრობლემა მართლაც გლობალურია, რადგან მსოფლიოს დაახლოებით მესამედი იტანჯება ამ დაავადებით. მართალია, ბოლო წლებში მედიცინა წარმოუდგენლად განვითარდა, უამრავი სიახლეა კარდიოლოგიასა და ჰიპერტენზიის მართვის დარგში, რადგან გაჩნდა მაღალტექნოლოგიური საშუალებები, ახალი და ეფექტური მედიკამენტები, მაგრამ ჰიპერტენზიით დაავადებულები მაინც იშვიათად აკითხავენ ექიმს, რადგან ნაკლებად  აქცევენ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას და პრაქტიკულად არასდროს იზომავს წნევას. აღსანიშნავია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის სწორედ ჰიპერტენზია ითვლება ყველაზე დიდ რისკად თავისი მასშტაბებითა და გართულებებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მეტად ინფორმირება. რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო ჩართულია პრობლემის მოგვარებაში და გამონაკლისი არც საქართველოა, მედიკოსები მაქსიმალურად ცდილობენ გაავრცელონ ინფორმაცია, რადგან რაც უფრო ადრე გამოვლინდება დაავადება, მით უფრო მარტივი იქნება მისი მართვა. მეტიც, ადრეულ სტადიაზე პაციენტს ნაკლებად სჭირდება წამლები, დაავადების დამძიმების შემთხვევაში კი, მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივ და სისტემატურ ხასიათს იძენს. პირველ რიგში, ყველას ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას ვურჩევ, რადგან სწორედ ჯანსაღი ცხოვრებაა ყველა დაავადების უებარი წამალი.

– ბევრმა საერთოდ არ იცის, რომ ჰიპერტენზიით იტანჯება. რამდენად ვალდებულია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმი აუხსნას პაციენტს, რომ საჭიროა წნევის  სისტემატური გაზომვა და მისი კონტროლი?

– სწორედ პირველადი ჯანდაცვის მედიკოსებს ენიჭებათ გადამწყვეტი როლი, რადგან მათ უნდა შეაფასონ რისკები და მისცენ სწორი მიმართულება პაციენტს. სამწუხაროდ, არსებული სისტემის გათვალისწინებით, პირველადი ჯანდაცვის რგოლზე მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა, ამიტომ ექიმებს ძალიან უჭირთ პაციენტებისთვის საკმარისი დროის გამოყოფა, ანამნეზის გულდასმით შესწავლა და ყველა რისკის გათვლა.

– რა ითვლება ნორმად არტერიული წნევის შემთხვევაში, როგორია ოქროს შუალედი?

– ძალიან რთული შეკითხვაა, რადგან სწორედ ნორმის დადგენაზე მსჯელობს და კამათობს მსოფლიო მედიცინა. ნებისმიერი ნორმა გარკვეული კვლევებით დგინდება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევა ციფრებსაც განსხვავებულს გვთავაზობს. ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკური და არგუმენტირებული ევროპის კარდიოლოგთა ცენტრის გაიდლაინია, რომელშიც ციფრები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვითაა დაყოფილი. ახალგაზრდებში სამიზნე ციფრებად 120/130 – 70/80-ზე, შედარებით ასაკოვნებში კი, 130/140-70/80-ზე ითვლება. ძალიან მნიშვნელოვანია თანმხლები დაავადებების დადგენაც, რადგან სწორედ მათ ფონზე ვარირებს არტერიული წნევა.

– ბევრს ნორმად მიაჩნია მაღალი წნევა. რამდენად მართებულია მსგავსი მოსაზრება?

– გეთანხმებით, ბევრი მაღალი წნევის შემთხვევაშიც კომფორტულად გრძნობს თავს და თვლის, რომ არც კონტროლი სჭირდება, არც მკურნალობა. რა თქმა უნდა, მსგავსი მოსაზრება მცდარია, რადგან სისტემატურად მაღალი წნევა არა ნორმას, არამედ ორგანიზმის იძულებით ადაპტაციას ნიშნავს, რომელიც შეეგუა საკუთარ მდგომარეობას. თუმცა, დიდხანს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა სახიფათოა, რადგან ორგანიზმი გადატვირთვით მუშაობს და უზარმაზარი რეზერვის მიუხედავად, ადრე თუ გვიან მაინც ზარალდება, რაც სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით გამოიხატება. შემთხვევითი არ უწოდებენ ჰიპერტენზიას „ჩუმ მკვლელს“, რადგან პროცესები ნაკლებად შესამჩნევად ვითარდება, მძიმე შედეგი კი, ყოველთვის მოულოდნელად დგება.

– რატომაა პრიორიტეტული ჰიპერტენზიის მართვა და არა მკურნალობა?

– ჰიპერტენზიის მკურნალობა მართვის ნაწილია. ზოგადად, ძალიან რთულია წნევის კონტროლი, მედიკამენტების მიღების შემთხვევაში, წნევა ნორმამდე იწევს და პაციენტიც თავს ანებებს წამლების მიღებას, რადგან თვლის, რომ პრობლემა მოგვარებულია, არადა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მაღალი წნევა ისევ ბრუნდება და ყველაფერი თავიდან იწყება. სწორედ ამიტომაა საჭირო ჰიპერტენზიის მართვა, რაც ექიმის მიერ მდგომარეობის შეფასებას, დიაგნოზირებას და მედიკამენტების დანიშვნას გულისხმობს. მთავარი არა სამიზნე ციფრების მიღწევა, არამედ სამიზნე ორგანოების დაცვაა, რომელთაც წნევა პირველ რიგში აზიანებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მიღებული შედეგის შენარჩუნება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის გარეშე.

– კონკრეტულად რას გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესი?

– ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, მოწესრიგებული ძილი და ჯანსაღი კვება, რაც არა დიეტას ან აკრძალვას, არამედ საკვების სწორ ულუფებად განაწილებას ნიშნავს, ჰიპერტენზიის დროს მნიშვნელოვანია მარილიანი, ცხარე და მჟავე საკვებისგან, ტკბილეულისა და ფასტფუდისგან თავის შეკავება.

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები