LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის რადიო ღირებული?

147

დაახლოებით 100 წლის წინ, ელექტრომაგნიტური კავშირის მეშვეობით ინფორმაციის უმავთულოდ გადაცემის მეთოდმა, შექმნა რადიო. მას შემდეგ მან დიდი გზა განვლო. გარდა იმისა, რომ რადიო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მსმენელების გართობაზე ზრუნავს, იგი ძლიერი საშუალებაა კომპანიებისთვის და ბრენდებისთვის, თავიანთი პროდუქცია მყიდველამდე მიიტანონ.

Nielsen Catalina Solutions – ის კვლევების მიხედვით, რადიოში დახარჯული თანხა ფულის სარფიანად ხარჯვის გარანტიაა. მას შემდეგ, რაც რადიოში რეკლამა გავა, 28-დღიან მონაკვეთში დახარჯულ 1 დოლარზე, მოგება დაახლოებით 6 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ორმა ორმა საცალო – სავაჭრო კომპანიამ 10-ჯერ და 23 – ჯერ მეტი მოგება ნახა, მაშინ როცა გაზიან სასმელებზე და სასაუზმო ბარზე მოგება 2 – ჯერ შემცირდა. საერთო ჯამში, მათ პოზიტიური შედეგები მიიღეს.

 რადიოს მოაქვს შედეგი

radio2.png1

10 ბრენდის მიხედვით, საშუალოდ, რადიო აგროვებს საერთო გაყიდვების 5.8 პროცენტს. თუმცა, საერთო პროცენტული მაჩვენებლებიპროდუქტის კატეგორიის მიხედვით განსხვავდება : საცალო ვაჭრობები მაღალ  დონეზე არიან, ხოლო მსუბუქი სასმელები – დაბალზე.

ბრენდებს შორის, იმ კომპანიამ, რომელიც პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად  აწარმოებს, მთლიანი გაყიდვებიდან ყველაზე მაღალი კონტრიბუცია აქვს, რაც 15.1 პროცენტს უტოლდება.

 

 

 

radio2

 

მნიშვნელოვანია როდის მოუსმინეთ რეკლამას

ძლიერი გავლენის დასამტკიცებლად, რადიო რეკლამას სწრაფად მიაქვს პროდუქტი მყიდველამდე. დაკვირვების მიხედვით, რეკლამის გაშვებიდან პირველივე დღეებში კლიენტების მხრიდან დაინტერესება შეინიშნება. 1 დღის განმავლობაში შესყიდული რეკლამა კონკრეტული ბრენდის წილს 9%-ით ზრდის. მაშინ როცა, გაყიდვებამდე წარმოებული 28 დღიანი კამპანიისას, ეს მაჩვენებელი 3, 4% – ია.

 

 

ოქროს ხანა

radio3

ბოლო წლების განმავლობაში, რადიო რეკლამირებით საცალო – სავაჭრო გაყიდვების გაზრდა შესაძლებელი და მაშტაბური გახდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიო თავის ოქროს ხანას უბრუნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები