სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სამებაში გახშირებული მიწისძვრების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ჟურნალ „სარკესთან“ გამოთქვამს და ამბობს: „სამებაში მიწისძვრების გახშირება კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ენერგია თავისუფლდება და თბილისში დიდი მიწისძვრა შეიძლება, აღარ მოხდეს…“
ამასთან, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თბილისისთვის ხუთი მაგნიტუდის მიწისძვრა ძალიან პრობლემური გახდება:
„არასოდეს მითქვამს, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ მამაზეციერს უნდა შევევედროთ, თბილისში არ მოხდეს მაგნიტუდა 5-იანი მიწისძვრა! ლისზე, მთაწმინდაზე, ისედაც რღვევაა, ანუ ეს ტექტონიკური ერთეულია, სადაც ხდება მიწისძვრები. უზარმაზარი რეგიონული რღვევა მიდის, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და როდის რა იქნება, კაციშვილმა არ იცის…“