LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის ინსულტის დროს თითოეული წუთი უმნიშვნელოვანესი –  ალექსანდრე ცისკარიძის განმარტება

501
meladze

ნევროლოგმა ალექსანდრე ცისკარიძემ ინსულტის მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არის ამ დროს უმნიშვნელოვანესი დროის ფაქტორის განსაზღვრა.

„არის ასეთი დევიზი, როდესაც თითოეული წუთი და საათი კრიტიკულია ინსულტით გამოწვეული ტვინის უჯრედების გადარჩენის თვალსაზრისით. ვინაიდან არსებობს მეთოდები, რომ დროული ჩარევის დროს, გადავარჩინოთ ტვინის ის უბნები, რომლებიც ამ წუთში განიცდის იშემიას. სისხლის მიმოქცევის აღდგენის შემთხვევაში, ტვინის ეს უბანი აღიდგენს თავის ფუნქციას, ამიტომაც დროული ჩარევა აუცილებელია.

არსებობს ორი ასეთი მეთოდი. ერთი გახლავთ თრომბოლიზისი, როდესაც მედიკამენტით ხდება არსებული თრომბის, სისხლის კოლტის დაშლა და ცირკულაციის აღდგენა და ეს პროცესი გარკვეულ თერაპიულ ფანჯარაში უნდა მოხდეს. მეორე, უფრო ინოვაციური მეთოდი, როცა თრომბის გაჩენა ხდება მსხვილ სისხლძარღვში, ამ დროს არსებობს ინვაზიური მეთოდები. მას ჰქვია მექანიკური თრომბექტომია, როცა სისხლძარღვში შესვლით ხდება თრომბის მექანიკური გამოღება, ექსტრაქცია, რაც ასევე იძლევა საშუალებს ცირკულაციის აღდგენის.

ამ დროს მნიშვნელოვანია პრეჰოსპიტალური პერიოდის სწორად მართვა, რომ პაციენტი მოხვდეს სწორ ადგილას. შესაძლოა კლინიკა ახორციელებდეს ინსულტის მართვას, მაგრამ იქ არ იყოს დანერგილი ეს მეთოდები“ –  განაცხადა ცისკარიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები