LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის ჭკვიანი ადამიანებისთვის სიყვარულის პოვნა რთული

415

სიყვარული ზოგი ადამიანისთვის ძალიან ძნელად გასაგები ფენომენია, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე საკუთარ გრძნობას ეხება.

რატომ უჭირთ ჭკვიან ადამიანებს, ააწყონ ურთიერთობა მეორე ადამიანთან?

  1. ისინი მუდმივად აანალიზებენ გრძნობებს ცივი გონებით, როგორც საკუთარს, ასევე სხვისას.

ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის აგროვებენ ინფორმაციას, ძალიან ბევრს ფიქრობენ და გამოაქვთ დასკვნები, ეს კი სასარგებლოც არის და უსარგებლოც, რადგან პირველივე პრობლემის დროს გარბიან პარტნიორისგან.

„გაუგებრობაა? ვჩხუბობთ? ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთმანეთისთვის შექმნილი, მშვიდობით!“ – ამბობენ და საყვარელ ადამიანთან წყვეტენ ურთიერთობას.

  1. სჭირდებათ დიდი დრო, რომ გაიხსნან მეორე ადამიანთან.

მათი ტვინი არასოდეს ჩერდება და მუდმივად მუშაობს, ჩაჰკირკიტებენ დეტალებს და მიზეზებს, რატომ არ მიდის ყველაფერი იდეალურად. შედეგად, ჭკვიანი ადამიანები ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ ურთიერთობა რისკია.

  1. ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ წინა ურთიერთობის გამოცდილებას.

ეს ჭკვიანი ადამიანებისთვის კიდევ ერთი ხაფანგია. მიზეზები, რამაც წინა ურთიერთობა დაანგრია, მოსვენებას არ აძლევს მათ. კარგად ახსოვთ, როგორი მტკივნეული იყო პარტნიორთან დაშორება და გაუაზრებლად აგუებენ თავს, რომ ამჯერადაც ყველაფერი, შესაძლოა, ცუდად დამთავრდეს.

  1. მარტო ყოფნა მათი გააზრებული არჩევანია.

ჭკვიანი ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ მარტოხელობა ბევრად მარტივი და კომფორტულია, ვიდრე იყვნენ ადამიანთან, რომელიც „მათი არ არის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები