LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ წამოდგნენ ჰიმნზე ბიონსე და ჯეი-ზი – რეპერის განმარტება

114
beyonce-branded-rude-as-she-and-jay-z-snub-demi-lovato-s-super-bowl-performance

წლევანდელი „სუპერ ბოულის“ გრანდიოზულ შოუს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. მიუხედავად კაშკაშა მომენტებისა, იყო უხერხული ეპიზოდებიც. მაგალითად, ყველაზე თვალსაჩინო იყო ბიონსესა და ჯეი-ზის უპატივცემულობა ეროვნული ჰიმნის მიმართ. ისინი ჰიმნის გაჟღრებისას ფეხზე არ წამოდგნენ. საუბარია დემი ლოვატოს მიერ შესრულებული აშშ-ს ეროვნული ჰიმნის შესახებ.

ბიონსე და ჯეი-ზი ჰიმნის შესრულების დროს ფეხზე არ წამოდგნენ (ფოტო)

წლევანდელი „სუპერ ბოულის“ გრანდიოზულ შოუს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია

ამ ფაქტმა საზოგადოების მხრიდან გაღიზიანება გამოიწვია, ყველა მათ განმარტებას ელოდა და აი, ჯეი-ზიმ პირველი კომენტარიც გააკეთა. კოლუმბიის უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა პროფესორმა არტისტს შეკითხვა დაუსვა, ხომ არ იყო ეს ქმედება გარკვეული პროტესტი, რაზეც არტისტმა უპასუხა:

„ეს ასე არ არის,  წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს, ბიონსე მომიტრიალდა და მითხრა, რომ კარგად იცოდა, რას განიცდიდა იმ მომენტში დემი ლოვატო, იმ წამს ჩვენ მომღერლის როლში შევიჭერით და სხვადასხვა დეტალს ვაკვირდებოდით“ – განმარტა არტისტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები