გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არ არის სანდო ომიკრონის შემთხვევაში სწრაფი ტესტი და ასევე ასახელებს კორონავირუსის ამ შტამის სიმპტომებს:
„ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით ამერიკის წამლის სააგენტოს (FDA) რეკომენდაციას აქვეყნებს
თუ პაციენტს აქვს კოვიდ-19 სიმპტომები, ან კონტაქტი ჰქონდა სიმპტომებიანთან, ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი რეზულტატი სასურველია, რომ გადამოწმდეს მოლეკულური (PCR) ტესტით. რადგან ომიკრონის N-ცილის მუტაციის გამო, სწრაფი ტესტი ხშირად ცრუ-უარყოფით პასუხს იძლევა.
სიმპტომებიან პაციენტში ანტიგენის სწრაფი ტესტის დადებითი პასუხი უმეტესწილად ზუსტია.
ომიკრონით ინფიცირების ადრეული სიმპტომებია
– სურდო
– ცემინება
– თავის ტკივილი
– ყელის ტკივილი (ჩახეხილი ყელი)
– ზურგის ტკივილი
ამ სიმპტომებს შეიძლება დაემატოს
– შემცივნება და/ან მაღალი სიცხე
– ხველა
– სისუსტე
– კუნთების და/ან სახსრების ტკივილი
– ყნოსვის და/ან გემოვნების დაკარგვა
– პირღებინება/გულისრევის შეგრძნება
– კუჭის აშლილობა“.