მსახიობი ნინო მუმლაძე ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ფოტოგრაფ გვანცა მაღლაკელიძის ნამუშევრები და ასევე სოფო მჭედლიშვილისაც, რომელიც ულამაზეს „ნუდ“ ფოტოებს იღებს, თან, ფირზე: „მაგრამ როცა გადაღება შემომთავაზა, რაღაცნაირად გავჩუმდი (იღიმის). მსგავსი ფოტოები მომწონს, მაგრამ ცოტათი სითამამე არ მყოფნის. სიშიშვლის კომპლექსი არ მაქვს, უბრალოდ, როცა 20 კილოთი ნაკლებს ვიწონიდი, ჩემი სხეული მაშინ უფრო მელამაზებოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამების მრცხვენია და სერიოზულ კომპლექსს მიქმნის. უბრალოდ, როდესაც კამერის წინ შიშვლდები, მგონია, ძალიან ესთეტიკური უნდა იყო… ამ ეტაპზე ჩემი ფორმები არ მაკმაყოფილებს…“