LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მიიყვანა რონალდომ შვილი რეალის აკადემიაში

26

კრიშტიანო რონალდომ თავისი ბიჭი ”რეალის” აკადემიაში არ მიიყვანა. კრიშტიანო-უმცროსი კლუბ ”პოსუელოს” აკადემიაში ვარჯიშობს, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონში გამოდის.

6 წლის კრიშტიანომ უკვე დაიწყო ”პოსუელოს” ბავშვთა გუნდში თამაში და გასულ კვირას სადებიუტო გოლიც გაიტანა. El Mundo Deportivo-ის მონაცემებით, ”რეალის” სუპერფორვარდმა შვილი ”სამეფო კლუბის” აკადემიაში იმის გამო არ მიიყვანა, რომ მედიისგან ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო. თანაც უმცროსმა კრიშტიანომ თავად თხოვა ”პოსუელოში” მიყვანა, რადგან ამ გუნდში მისი რამდენიმე მეგობარი და კლასელი გამოდის.

კრიშტიანო-უმცროსი გუნდში 7 ნომერია. ”პოსუელო” ქალაქ პოსუელო-დე-ალარკონშია დაბანაკებული, რომელიც მადრიდის პროვინციაში შედის.

 

img_cordula_20161002-161925_imagenes_md_otras_fuentes_hijooo-kFgE-U41733683474DVB-980x554@MundoDeportivo-Web

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები