„პრემიერი-მინისტრის გრაფიკი მარტივად ცვალებადი არაა და არ არის გამორიცხული, რომ ტექნიკური პრობლემების გამო, ვერ მოხდა შეხვედა,“ – “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ტელეკომპანია “რუსთავი 2″ის გადაცემა “არჩევანის” ეთერში ამბობს, რომ ზაზა სარალიძის და სხვა შვილმოკლული მშობლების პოზიცია გასაგებია, თუმცა, ხელისუფლების პასუხი არის ის ხელახლი გამოძიება, რომელიც კონკრეტულ საქმეებზე, მათ შორის, სარალიძის საქმეზე მიმდინარეობს.
შვილმკვდარი მშობლები პრემიერთან შეხვედრას რამდენიმე საათი უშედეგოდ ელოდნენ. მათთან მხოლოდ აპარატის თანამშრომელი ჩავიდა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემას გონივრულ ვადაში დაჰპირდა.
ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილითაც მიმართეს და მთავრობის ადმინისტრაციაში 30-მდე გახმაურებული საქმის მასალა მიიტანეს.