LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ითხოვენ საქართველოს მოქალაქეები რუსეთიდან გადმოყვანას

220
755834326681216

ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი რეისები დანიშნა, თუმცა ემიგრაციაში მყოფთა რაოდენობის გათვალისწინებით, მთავრობამ სამშობლოში დაბრუნების მსურველები ჯერ სრულად ვერ გადმოიყვანა. საჭიროების შემთხვევაში უწყება კიდევ დამატებითი ღონისძიებების გატარებას გეგმავს. ავიაფრენების განრიგი უწყების მთავარი გვერდის საშუალებით ვრცელდება.

სამშობლოში დაბრუნების მსურველთა შორის არ არიან რუსეთი ფედერაციაში მყოფი ქართველები. “ფორტუნამ” საკითხის გარკვევა საგარეო საქმეთა სამინისტროში სცადა, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ ისმის.

31 იანვარს რუსეთში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი 2 შემთხვევა, ორივე ციმბირში დაფიქსირდა. დაავადებულები ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ. იმ დღესვე შეწყდა სახელმწიფო ავიახაზების “აეროფლოტის” რეისების გარდა, ყველა პირდაპირი რეისი ჩინეთში.

სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალებისა და მათ შორის რამდენიმე რუსული კრიტიკული გამოცემის მერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემთხვევები 31 იანვრამდეც დაფიქსირებული იყო და დაავადებულთა რიცხვი რამდენიმე ასეულს შეადგენდა. მედია ასეთ ინფორმაციას ადგილობრივ სამედიცინო პერსონალზე დაყრდნობით ავრცელებდა. ვიდრე მოსკოვი ვირუსის შემთხვევებს ოფიციალურად დაადასტურებდა, ინფიცირებულებს პნევმონიით ან სეზონური გრიპის დიაგნოზით მკურნალობდნენ.

კორონავირუსის მსოფლიო ტაბლოზე ოფიციალური მონაცემებით ამ დრომდე რუსეთის ფედერაციაში 7 497 დაინფიცირებული, 495 გამოჯანმრთელებული და 58 გარდაცვლილი ფიქსირდება. არაოფიციალური მონაცემებით კი მითითებული ციფრები ბევრად დიდია.

დაინფიცირებულთა და შემდეგ გამოჯანმრთელებულთა შორის “ფორტუნას” ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეც არის, რომელსაც კორონავირუსი ჯერ კიდევ იანვრის პირველ რიცხვებში დაუდგინდა. ქართველი ემიგრანტი ქალბატონი რამდენიმე წელია მოსკოვში მუშაობს ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში. ის აცხადებს, რომ ამ დროისათვის სრულიად ჯანმრთელია, თუმცა საქართველოში დაბრუნების სურვილი არ აქვს. მისივე თხოვნით, სხვა ინფორმაციას არ ვავრცელებთ.

რაც შეეხება კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატების შექმნას და ცდებს, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ცენტრალურმა ტელეარხმა ვიდეოსიუჟეტი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსმა სპეციალისტებმა ვირუსის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი შექმნეს და მასობრივი წარმოებისთვის ემზადებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები