მიმდინარე კვირის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასმა კვლავ მოიმატა.
აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა ქვეყნის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი ფედერალურ სავაჭრო კომპანიას მიმართავს, გაზისა და ნავთობის კომპანიების საქმიანობა შეისწავლოს.
განკარგულების ტექსტი თეთრი სახლის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
პრეზიდენტი დაინტერესებულია, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი კომპანიების პოტენციურად უკანონო ქმედებებს:
“პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სთხოვა ფედერალურ სავაჭრო კომპანიას, შეისწავლოს, თუ რატომ არ იკლებს საწვავის ფასები ბაზარზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზის კომპანიების ხარჯების შემცირებისა.
“მე არ მივიღებ იმ ფაქტს, რომ შრომისმოყვარე ამერიკელებმა მეტი გადაიხადონ საწვავში ანტიკონკურენტული ან სხვა პოტენციურად უკანონო ქცევის გამო.” – აღნიშნულია “ტვიტში”.
President Biden has asked the FTC to examine why prices at the pump aren’t going down, despite declining oil and gas prices.
“I do not accept hard-working Americans paying more for gas because of anti-competitive or otherwise potentially illegal conduct.” — @POTUS pic.twitter.com/JBaSYg9WmI
— The White House (@WhiteHouse) November 17, 2021