LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დატოვა ქინქლაძემ სიტი: ქალაქელებში ცხოვრების საუკეთესო პერიოდი

7

ინგლისური გრანდი “მანჩესტერ სიტი” ყოველი სეზონის ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. ეს ტრადიცია უკვე 50 წელია გრძელდება.

ჯილდო, ზედიზედ ორჯერ, 1995/96 და 1996/97 წლების სეზონებში, ინგლისური კლუბის ისტორიში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, გიორგი ქინქლაძემ მიიღო. ქართველი ვარსკვლავი “ქალაქელებს” ერთხელაც დაუბრუნდა და ვეტერანთა საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ქინქლაძის ვიზიტის დროს “სიტის” პრესამსახურმა ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუც ჩაწერა, რომელშიც საუბარი “საუთჰემპტონის” კარში გატანილი ცნობილი გოლით დაიწყო.

“იმ მომენტში არ ვფიქრობდი ჩემს წინ მყოფი ფეხბურთელების მოტყუებაზე. ამ დროს ყველაფერი თავისით ხდება. ასე რომ, 4-5 მეტოქის მოტყუება წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა. “მანჩესტერ სიტი” და მისი გულშემატკივრები ძალიან მიყვარს და პრემიერლიგიდან გავარდნილი გუნდიც სწორედ ამიტომ არ დავტოვე. მქონდა იმედი, რომ უძლიერესთა რიგებში დაბრუნებას შევძლებდით. მანჩესტერში ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე”, – აღნიშნა ქინქლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები