LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დარჩნენ საცხოვრებლად აშშ-ში აჩიკო ნიჟარაძე და ნუცა ქირია: „მე და აჩიკოს გადაწყვეტილი გვქონდა, ჩვენს შვილებთან ერთად ამერიკაში რამდენიმე წელი გაგვეტარებინა…“

3227
აჩიკო და ნუცა

აჩიკო ნიჟარაძის მეუღლე, ნუცა ქირია ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, რატომ გადაიფიქრეს მან და აჩიკო ნიჟარაძემ აშშ-ში საცხოვრებლად დარჩენა შვილებთან ერთად:

„მე და აჩიკოს გადაწყვეტილი გვქონდა, ჩვენს შვილებთან ერთად ამერიკაში წავსულიყავით და რამდენიმე წელი იქ გაგვეტარებინა. ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით. გვინდოდა იქ ფეხის მოკიდება და საცხოვრებლად გადასვლა. თავდაპირველად გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მინიმუმ ორი წელი იქ უნდა გვეცხოვრა. ბავშვებს სკოლაში ევლოთ, გვემუშავა და ასე შემდეგ, ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდით. როდესაც ბავშვებით მიდიხარ, როცა უკვე სახლიც გაქვს და სამსახურიც, სულ სხვა ყოფილა. თავიდან ორ წელს ვგეგმავდით, მაგრამ ერთი თვის თავზე აჩიკომ მითხრა, მგონი, ორი წელი ძალიან ბევრია და მოდი, ერთ წელიწადში წავიდეთო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ ექვს თვეზე ჩამოვედით, ბოლოს კი გადავწყვიტეთ, ბილეთები გვეყიდა და მეორე თვის ბოლოს წამოვსულიყავით (იცინის). ასე დასრულდა ჩვენი ცხოვრება ამერიკაში. ჩვენი ამერიკული ოცნება სულ რაღაც ორთვიანი აღმოჩნდა…“

ვიდეო: ნუცა ქირია, ნანა შონია და ნინო კურატაშვილი „იმედის“ ეთერში „შაბათ-კვირის დილას“ წარუძღვებიან

ნუცა ქირია: „არ მინდა, თვალი ეცეს, მაგრამ აჩიკო ძალიან კარგი მეუღლეა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები