„იმედის“ „ღამის შოუს ბენდის“ ხელმძღვანელი, მუსიკოსი გელა გნოლიძე პასუხობს „სიცრუის დეტექტორს“ იმის შესახებ, თუ რატომ არ არის კარგი მეუღლე:
„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როცა 24 საათი არ მყოფნის, მხოლოდ ახლა კი არა, სულ, რაც მუსიკალურ სფეროში ვარ, ვარ სტუდიაში, პლუს ტელევიზია. არასდროს მყოფნის დრო, რომ ვიყო სახლში ოჯახის წევრებთან იმ დოზით, რაც საჭიროა. ხან ღამის სამზე მივდივარ, ხან – ოთხზე, შეიძლება გავათენო და სახლში საერთოდ ვერ წავიდე, იმიტომ, რომ მოსასწრებია რაღაც. ამდენი მუსიკა, რეპეტიცია, გადაღება იმდენად დამღლელია, სახლში რომ მივდივარ, საერთოდ არაფრის თავი არ მაქვს. მანქანაშიც საერთოდ აღარ ვუსმენ მუსიკას, რადგან აღარ მინდა. სახლში რომ მივდივარ, უბრალოდ, მინდა სიჩუმე, რომ განვიტვირთო, მეუღლე ამის გამო მეუბნება, რომ ვარ უჟმური, თავად ძალიან კომუნიკაბელურია“.