2016 წლის 1 იანვრიდან მართვის მოწმობაზე მინიჭებული შეფასების ე.წ. 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეა პერტაიამ, განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტმა უნდა განიხილოს და, ამ ეტაპზე, ეს სიახლე მხოლოდ კანონპროექტის სახით არის წარმოდგენილი. როგორც პერტაიამ აღნიშნა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ მართვის მოწმობებთან მიმართებით, მსგავსი რეგულაცია ფუნქციონირებდეს.
”იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონის ძალას მიიღებს, დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციაო კამპანია და შესაბამისად, ამის თაობაზე თითოეული მძღოლი ინფორმირებული იქნება” – განაცახადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.