LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აპირებს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ტაქსისტობას: „ამიხსნეს, რომ სრულიად უსაფრთხოა…“

1187
nata

ცნობილი ჟურნალისტი ნატა ამაღლობელი ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ როგორც მარტოხელა დედა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და ამჟამად უმუშევარია, ფიქრობს, რომ შესაძლოა, თავისი კერძო მანქანა ტაქსად გამოიყენოს და თანხა ასე გამოიმუშაოს.

ნატა ამაღლობელი: 

„ძალიან ძნელია, როცა შვილებთან ერთად მარტო ცხოვრობ და ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა შენი მოვალეობაა, თან, ასეთ რთულ და საშინლად გაძირებულ დროში.

მყავს მანქანა, ძალიან კარგი მძღოლი ვარ. ახლახან დავარეგისტრირე ტაქსად, მოსახერხებელი გრაფიკით შეიძლება ვიმუშაო, თუ დამჭირდა. თავიდან ვფიქრობდი, რომ საფრთხის შემცველი იქნებოდა წარსულის გამოძახილის გამო, როცა ტაქსის მძღოლებს ძარცვავდნენ. რამდენიმეს გავესაუბრე, ამიხსნეს, რომ სრულიად უსაფრთხოა, თან, ანგარიშსწორება ძირითადად, საბანკო ბარათებით ხდება…“

ფოტო: ჟურნალი „სითი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები