LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აიკრძალა თურქმენეთში თეთრის გარდა ყველა ფერის მანქანა?

685
111

გასულ წელს თურქმენეთის დედაქალაქში შავი მანქანები საერთოდ აიკრძალა. მიზეზი კი თბილისის ტაქსების რეფორმისგან განსხვავებით, პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ცრურწმენა იყო იმის შესახებ, რომ თეთრ ფერს იღბალი და წარმატება მოაქვს.

რეფორმის დროს, პოლიციამ მფლობელებს მუქი მანქანები ჩამოართვა და განუცხადა, რომ თუ მათი დაბრუნება სურდათ, ვერცხლისფრად ან თეთრად უნდა შეეღებათ.

დედაქალაქს, “თეთრი მარმარილოს ქალაქსაც” უწოდებენ, რადგან აქ მსოფლიოში თეთრი მარმარილოს შენობების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა.

პრეზიდენტი კი, რომლის კულტიცაა ქვეყანაში, თეთრი ფერის მოყვარულია – ცხოვრობს თეთრ სასახლეში და თეთრი ლიმუზინებით გადაადგილდება.

პრეზიდენტის ეს სიყვარული და ცრურწმენა, მუქი ფერის მანქანების მფლობელებს მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვა – ერთი მანქანის გადაღებვა საშუალოდ 7000 მანათი დაჯდა (1500 ფუნტი), ეს კი ქვეყნისთვის, სადაც საშუალო შემოსავალი 250 ფუნტია თვეში, საკმაოდ ძვირია.

თურქმენეთში შავი ავტომობილების იმპორტიც აკრძალულია.

ამ რეგულაციებამდე კი ქვეყანაში ქალებს ავტომობილის მართვა აეკრძალათ, იმ მიზეზით, რომ ისინი ყველაზე ხშირად ხვდებოდნენ ავარიებში.

 

თბილისში ყველას არა, თუმცა ტაქსებს, რომლებსაც თავისუფლად მუშაობა სურთ [ქუჩიდან მგზავრის აყვანა] ეს მხოლოდ მანქანის ფერის გამო ეკრძალებათ. რეფორმა ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევიდა. თბილისის მერი გვარწმუნებს, რომ რეფორმა ქალაქში სატრანსპორტო საკითხებს მოაგვარებს.

დღეიდან თბილისში თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებს – რეგულაცია უკვე ამოქმედდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები