პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურალისტების კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, კორონავირუსს საქართველოში ჯანმოს მიერ დადგენილი პროტოკოლით მკურნალობენ და არასწორი და ცრუ ინფორმაციაა, როდესაც ამბობენ რომ ქვეყანაში რეანიმაციაში შესული პაციენტების უმეტესობა იღუპება.
„ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გვყავს ბევრი კრიტიკული პაციენტი. ჩვენდა საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტების უმეტესობა ჯანმრთელდება.
არ ხდება ისე, რომ პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში მოხვდება, ის კლინიკიდან ვერ გავა, ეს ცრუ ინფორმაციაა და არ ვიცი ამის თქმა ვის აწყობს და რატომ ძაბავს მოსახლეობას.
შემიძლია, გითხრათ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე პაციენტებს. როგორც ორსულებს, ასევე ბავშვებს და ლეტალობის ინდექსი ჩვენდა საბედნიეროდ გაგვაჩნია 5.1 %.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით მათ გადასარჩენად, სამწუხაროდ პაციენტები გვეყუპებოდნენ.
იმის თქმა, რომ მძიმე კოვიდპაციენტრები ჩვენს ქვეყანაში მასიურად იღუპებიან, ეს არის მცდარი.
ამის უამრავი მაგალითი გაგვაჩნია. ვიმეოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც ქვეყანაში ლეტალობის ინდექსი მკვეთრად დაიკლებს“. – აცხადებს რატიანი.
მისი თქმით, თუ ვინმემ იცის დაავადებაზე ექიმებზე მეტი, დანაშაულიცაა, რომ არ თქვას.
„ძალიან ბევრი კრიტიკა მიმიღია ჩემდა სამწუხაროდ და მათდა საბედნიეროდ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
იცით, რომ ეს დაავადება ორ წელიწადს ითვლის. ამიტომ ამ დაავადების აბსოლუტური მიმდინარეობა არც მე ვიცი და არც წამყვანმა მეცნიერებმა, რომლებიც დღე და ღამე მას სწავლობენ.
ამ ადამიანებს, კი მინდა ვუთხრა, რომ ზოგჯერ სიბოროტეს სიკეთე სჯობს.
თუ მათ გააჩნიათ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვენ, ალბათ დანაშაულიცაა თუ ამ ინფრმაციას არ გვაწვდიან.
რაც შეეხება პოტოკოლს…
სახელმწიფო პროტოკოლი წარმოადგენს ჯანმოს მიერ დაფუძნებულ პროტოკოლს, ამიტომ როგორც კი იცვლება ჯანმოს პროტოკოლი, იცვლება ჩვენი პროტოკოლიც პარალელურად.
თქვენ კარგად იცით დღევანდელ დღეს ინფორმაციის გავრცელება რა სწრაფად ხდება.
თუ რამე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმირ წერტილში, დამერწმუნეთ, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია ან აისახება.
მე მაცვია თეთრი ხალათი და არ ვაპირებ სიცოცხლის ბოლომდე მის გახდას, და იმ ექიმებს, ვისაც უხარიათ სიკვდილის ლეტალობის ინდექსები, ეს ჩემდა სამწუხაროდ გასაოცარია. მე მათ ვუსურვებ, ჩემთან ერთად ძალიან მალე დაგვემარცხებინოს ეს პანდემია და ყველა სიბოროტე დაგვევიწყებიოს“. – ამბობს რატიანი.