რატი დურგლიშვილი, როგორც ადრე, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებდა, დასასვენებლად 6000-კაციანი უზარმაზარი გემით კრუიზში აპირებდა გამგზავრებას, თანაც მარტო. ახლა კი სოციალურ ქსელში ევროპაში, სხვადასხვა ლამაზ ადგილას გადაღებულ ფოტოებს ათავსებს. რამდენიმე ფოტოში რატი თავისი ნავარჯიშევი სხეულის დემონსტრირებასაც ახდენს, რითაც თაყვანისმცემელ გოგონებს შოკში აგდებს.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს: „ჩემი ლამაზი, ძეგლი უკვე დაგიდგეს?“, „რატი, თქვენი მომხიბვლელობა და გემოვნება ადვილად მიმსხვერპლებს“, „თავი მარტო რომ არ იგრძნო, კარგი ლამაზმანიც არ იქნება გვერდში ურიგო, რას იტყვი, რატი?“, „სიმპათიური, ძალიან სიმპათიური“.