LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე „ალტ-ინფოზე“: „გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის კანონიერება შეესწავლათ“

147
რატი ბრეგაძე და „ალტ-ინფო“

„გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, შეესწავლათ მისი [„კონსერვატიული მოძრაობის“] რეგისტრაციის კანონიერება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ მათ ყრილობის შეცვლილი წესდება არ ჰქონდათ წარგენილი:

„გილოცავთ თანამებრძოლებო – მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება“ – ცესკომ პრორუსული პარტია „ალტ-ინფო“ არჩევნებში მონაწილეობისთვის დაარეგისტრირა

„აღნიშნული პოლიტიკური პარტიის [„კონსერვატიული მოძრაობის“] რეგისტრაცია გაუქმდა. ის გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი რეგისტრაციის კანონიერება. შესწავლის შემდეგ საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რეგისტრაცია გაეუქმებინა.

ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ არ იყოს შესაბამისი შემთხვევა დასაშვები, მაშინ კანონმდებლობა არც გაითვალისწინებდა.

ასევე ნახეთ

გადაწყვეტილება რეესტრში უკვე ასახულია.

იქ იყო მამხილებლის განცხადება, შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი და ამ მიმართვის შემდეგ რეესტრმა განიხილა, ნახა, რომ ნამდვილად აღნიშნული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება, ამიტომ მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და პარტიამ დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.

„არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამას ჩვენი მხრიდან არ აქვს, როგორც მოგახსენეთ იყო მომართვა, აღმოჩენილი იყო ხარვეზი და გაუქმდა რეგისტრაცია. რაც შეეხება, ჩამოშორდა თუ არა ეს პარტია პოლიტიკურ პროცესებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუ მათ სურვილი აქვთ, რომ პოლიტიკაში აქტიურები იყვნენ და კვლავ დარეგისტრირდნენ როგორც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია, კანონმდებლობის სრული დაცვით.

„ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმების საკითხს შევისწავლით და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას – სახალხო დამცველი

მათთვის, ისევე როგორც, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის არავის შეუშლია ხელი არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და როგორც იცით, საკმაოდ ბევრი პარტიაა რეგისტრირებული. თუ პოლიტიკური პარტია უშვებს შეცდომას, მის გამოსწორებაზეც თავად უნდა იზრუნოს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია იქნება”. – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები