LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ამაღლობელი: “საქართველოში არა მარტო მორწმუნეებისგან, არამედ არაერთი ექიმის მხრიდან ღმერთის ამგვარ რწმენასთან გვაქვს საქმე…”

1691
ratiamaglobeli news555

ბოლო დროს, მით უმეტეს, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, სულ უფრო აქტუალურია ეკლესიაში ხალხის შეკრების და ერთი კოვზიდან ზიარების თემა.

გუშინ ამ თემაზე კომენტარი ცნობილმა ინფექციონისტმა, მარინა ეზუგბაიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ როგორც მორწმუნესთვის, მისთვის, პატრიარქის სიტყვა და გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია.

რატი ამაღლობელმა ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ რწმენისადმი საქართველოში ადამიანებს უცნაური დამოკიდებულებები აქვთ:

“ღმერთს რომ სთხოვოთ წონაში დაკლება, თქვენ საამისოდ არფერი გააკეთოთ და მთელი დღეები თქვენი გასტრონომიული ვნებების მიხედვით ჭამოთ, სვათ და შესაბამისად, სასწორსაც არ ენდოთ, რომელიც თქვენს რეალურ წონას აჩვენებს, რადგან მხოლოდ უფლის იმედი გაქვთ და მისგან სასწაულს ელით, დაახლოებით ღმერთის ამგვარ რწმენასთან გვაქვს საქმე საქართველოში, არა მარტო მორწმუნეთა მხრიდან, არამედ არაერთი მეცნიერისა და ექიმისგანაც, ეს აღარ ვიცი ფარისევლობაა თუ რაღაც კიდევ ახალი ვირუსი, რომლის შესახებაც ცნობიერებამ ჯერ არაფერი იცის :(“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები