სოციალურ ქსელში რატი ამაღლობელი ეხმაურება ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტს და აღნიშნავს:
„დიდი ფასდაკლება: ქირავდება დარჩენილი საქართველო ძველ საბჭოთა „კაგებეშნკებზე“, რესტორნებად და რესტორნის კუპეებად, ამ დროს ქართველების უდიდესი ნაწილი საღამოს 9-ის მერე სახლებშია გამოკეტილი, გარდა „ქართული ოცნების“ აქტივისა, მათი ოჯახებისა და მათთან დაახლოებული პირებისა, მთელი ქართული პოლიცია დამქირავებელთა განკარგულებაშია. მოდით, პრიგლაშაემ ვსეხ, საცივი, ლობიო ეტო სამოე, ოიჰ მცვადი – სანამ თბილია, тёплинькая, გადაიღეთ. კუშაიტე ნა ზდაროვიე, პაჟალუსტა“.