LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ჩემთვის უცნობია – გიორგი სიგუა

82

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის, გიორგი სიგუას გამოკითხვა დასრულდა. მან უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესვენების შემდეგ განახლებული გამოკითხვა ასევე „ჯემ ფესტის“ ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. მისი განმარტებით, გამომძიებლებმა დავალიანებების შესახებ ინფორმაცია დეტალურად გამოკითხეს.

„ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის თქმით, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, მისთვის უცნობია.

”მე გამოვიკითხე მოწმის სახით. აღძრულია საქმე რაღაც ფაქტთან დაკავშირებით და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამას არ მეუბნებიან. დავუდასტურეთ მზაობა, რომ ყველაფერში ვიყოთ გამჭვირვალე და თანამშრომლობისთვის მზად ვართ.- განაცხადა გიორგი სიგუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები