LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასიზმი, გენდერული დისბალანსი, რეორგანიზაცია და ხელფასების შემცირება – „ელენის შოუ“ სკანდალში გაეხვია

251
ellen-degeneres-spotify-2019-billboard-1548-1024x677

ელენ დეჯენერესის შოუ სკანდალში გაეხვია. სასამართლოში გადამღები ჯგუფის წევრებისგან უამრავი სარჩელი შევიდა, ისინი  სამსახურში არაჯანსაღი, ტოქსიკური გარემოს, რასიზმისა და გენდერული ბალანსის დარღვევის შესახებ საუბრობენ.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას უამრავი თანამშრომელი უკმაყოფილო დარჩა,  თანამშრომლები რასიზმსა და უსამართლო შემცირებებზე ალაპარაკდნენ, ისინი იმასაც აცხადებდნენ, რომ ხელფასები გენდერული ნიშნით შეუმცირდათ, შოუს წამყვან, ელენთან კი პირადად გასაუბრების საშუალება არ ეძლეოდათ.

ერთ-ერთმა ფერადკანიანმა თანამშრომელმა ისიც თაქვა, რომ შოუს ერთ-ერთმა პროდიუსერმა მას განუცხადა, რომ მისი სახელი არ ახსოვდა, რადგან მხოლოდ თეთრკანიანი თანამშრომლების სახელებს იმახსოვრებდა.

სწორედ ამ საკითხებზე ჩაატარებს  გამოიძიებას WarnerMedia და ეცდება გამოიკვლიოს, შეესაბამება თუ არა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს წინააღმდეგ გამოთქმული პრეტენზიები და ბრალდებები რეალობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები