LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რასინგის” ფანობა ჩემპიონობას ქუჩაში აღნიშნავდა, ერთი ტიპი კი ბაბუის თავის ქალით მივიდა (ვიდეო)

109
2556184-53022390-2560-1440

აველიანედის “რასინგმა” არგენტინის ჩემპიონის ტიტული სუპერლიგის 24-ე ტურში გაიფორმა.

ხმაურიანმა ფანებმა ჩემპიონობა ქალაქის ქუჩებში იზეიმეს. კლუბის მაისურებში გამოწყობილმა ფანებმა ტიტული ფეიერვერკებით და დროშების ფრიალით აღნიშნეს.

ახალგაზრდა სახელად გაბრიელი, წვეულებაზე სულაც საყვარელი ბაბუის თავის ქალით გამოცხადდა. როგორც ჩანს, გაბრიელის ოჯახში “რასინგისადმი” სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემა.

დრონით გადაღებული ცენტრალური მოედანი:

„რასინგმა“ ჩემპიონობა „ტიგრესთან“ მატჩში (1:1) გაიფორმა.
გუნდმა ტიტული მე-18-ედ მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები